სასამართლომ ბრალდებულ გ. ჩქოფოიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 16:10 | 29.03.2017 ნანახია: 1527
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობასა და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გოგიტა ჩქოფოია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია, 2016 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან მოძრაობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბეტონის ზღუდეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავდა, რომ საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















