ტალებ რიფაი: ,,საქართველოში ტურისტების ფენომენალური ზრდა ფიქსიქრდება
საქართველო, თბილისი - 17:08 | 04.04.2017 ნანახია: 1494
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
მასშტაბური ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ-ების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვიტარების კომპანია უწევს. ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას - „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი ესწრებაა მათ შორისაა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
კონფერენციის ოფიციალურ გახნსამდე ერთი დღით ადრე შეხვედრა უკვე გამართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ მედიის წარმომაგენლებთან საუბარში კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
“ეს არის მე-3 საერთაშორისო სამთო ტურიზმის კონფერენცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქართველოში ტარდება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია მთებით და სამთოკურტებით, ამ კონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელხაზს უსვავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება სეზონის გახანგძლივების მიზნით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დიდი ხანია საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში სამთო ტურიზმის განვითარებას. სამთო ტურიზმი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშა, ტურიზმის ბაზარზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა, ცდილობს ინდუსტრიის განვითარებას, რომ სამთოკუროტების სეზონი გახანგძლივდეს არამხოლოდ 3 ან 4 თვით, არამდე მთელი წლით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კოფერენციის მონაწილეები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების მოწმენი გახდნენ საქართელოში. პირველი ეს არის ტურიზმის ფენომენალური ზრდა საქართველოში. ეს ზრდა ნამდვილად გამორჩეულია ბოლო 2 წელიწადში. 6.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს გასულ წელს, რაც შთამბეჭდავია. მე-2 მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ წლევანდელი წელი გამოცხადებულია ტურიზმის მდგრადი განვითარების წლად და ეს ღონისძიება, რომელიც ტურიზმის მდგრად განვითარებას უკავშირდება და ზრუნავს როგორც საზოგადოებაზე, ასევე გარემოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიზეზების გამო მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და აქედან მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია,“- განაცხადა ტალებ რიფაიმ.
„2015 წლის დასაწყისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ჩვენი ვიზიტისას საქართველომ ორი მნიშვნელოვანი კონფერეციის გამართვის უფლება მოიპოვა. 2016 წელს გავმართეთ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კოფენრეცია, 2017 წელს კი ვატარებთ მთის კურორტების განვითარების კონფერენციას. ორივე ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, ერთისმხრივ როგორც ღვინის სამშობლო, მეორე მხრივ კი ქვეყანა სადაც ძალიან განვითარებულია ტურიზმი და მთის კურორტები", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















