ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:43 | 10.04.2017 ნანახია: 1421
თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ფორუმის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.
„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე - 9 აპრილი. 28 წლის წინ, ათობით ქართველმა ახალგაზრდამ, საკუთარი სიცოცხლე მიიტანა მსხვერპლად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელიც შემდგომ უკვე 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილებით დადასტურდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველო ააშენებს ისეთ მომავალს, რომელზეც ოცნებობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ხედვისა საქართველოს მომავლის და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სახალხო დიპლომატიის ფორუმი განუყოფელი ნაწილია იმ ინტეგრაციის პროცესისა, რომელშიც საქართველო იმყოფება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებას - ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადოს. პრემიერის განცხადებით, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება.
„ჩვენის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს დღევანდელი ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები. დღეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ირგვლივ არსებულ ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება.
„მხოლოდ ერთობით და მათ შორის სახალხო დიპლომატიის ძალიან გააქტიურებით შევძლებთ ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამინდი ზუსტად ისეთია, როგორც რეგიონში არსებული გამოწვევები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამინდი გაუმჯობესდება და სტუმრები თბილისის ულამაზესი ხედებით მოიხიბლებიან.
ორდღიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















