გასულ წელს დედაქალაქში გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა - დავით ნარმანია
საქართველო, თბილისი - 18:30 | 11.04.2017 ნანახია: 1362
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატებს თბილისში გამწვანების კუთხით ჩატარებული ღონისძიებები გააცნო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი, პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.
თბილისის მერის თქმით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარის დარგვა გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზე, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოხდა.
„გამწვანება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში 30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა, იაპონური ბაღი - ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზე“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა. ლისის ტბის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება და გამწვანების მიმართულებით არაერთი მასშტაბური ღონისძიება განხორციელდება.
თბილისის მერმა დასუფთავების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დღეს ჯამში 18 974 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 2800 ერთეული კონტეინერი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეისყიდა. ნარმანიას თქმით, გასულ წელს შეძენილ იქნა 30 ერთეული თანამედროვე დამხმარე საშუალება და 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ტექნიკის შეძენა 2017 წელსაც იგეგმება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ,,თბილისერვის ჯგუფი“ მერიის სისტემაში შემავალი ყველაზე გამართული უწყებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი და დაიწყო თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















