„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 13:29 | 02.05.2017 ნანახია: 2103
ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად ყველაზე აქტუალური ტექნიკა კონდიციონერია, პროდუქტზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და ამიტომ „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანს და საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიუნდაის, ბოშის და გორენიეს კონდიციონერები 12 თვიანი 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე, თვეში 60 ლარიდან.
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კონდიციონერის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბინის საერთო ფართი, ინტერიერი და მასში არსებული ავეჯის და ტექნიკის რაოდენობა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, ამისათვის „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს "ფართის დათვალიერების" მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს „ელიტ სერვისის“ სპეციალისტის მისამართზე ვიზიტს, მომხმარებლის საცხოვრებელი ან საოფისე ფართის დეტალურ დათვალიერებას, ადგილზე არსებული და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით კონდიციონერის ოპტიმალური სამონტაჟო ადგილის და შესაბამისი სიმძლავრის განსაზღვრას, საჭირო რეკომენდაციების გაცემას დამხმარე ტექნიკური საშუალებების, ელ. გაყვანილობის და სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტორიზებულ სერვისს - „ელიტ სერვისს“ და მოითხოვოთ „ფართის დათვალიერების“ სერვისი.
კონდიციონერის სწორად შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანი მეორე ეტაპია მისი სწორი მონტაჟი, „ელიტ ელექტრონიქსის“ კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამონტაჟო ჯგუფი ახდენს კონდიციონერის მონტაჟს ტექნიკური მოთხოვნების და მწარმოებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სწორი ინსტალაცია საგრძნობლად ზრდის კონდიციონერის სამუშაო რესურსს, ახანგრძლივებს ნივთის ექსპლუატაციის ვადას, ამცირებს ელ.ენერგიის ხარჯს. ამიტომ რეკომენდირებულია მომხმარებელმა ისარგებლოს ავტორიზებული სერვისის მომსახურებით. ასევე აუცილებელია მომხმარებელი გაეცნოს ნივთის სამომხმარებლო ინსტრუქციას, საფუძვლიანად შეისწავლოს კონდიციონერის მართვა დისტანციური პულტის გამოყენებით, გაიგოს მუშაობის პრინციპი, შეარჩიოს სწორი სამუშაო და ტემპერატურული რეჟიმი, გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები ექსპლუატაციისთვის.
საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.
პოლიტიკა
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
- პატრიარქი კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია - საპატრიარქო
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















