საქართველოს ბანკის დაფინანსებით ბათუმში პირველი სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 30.05.2017 ნანახია: 1715საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის (Black sea hostel) გახსნის შესახებ. აღნიშნულმა პროექტმა, საქართველოს ბანკის მიერ სოციალური მეწარმეობის შესახებ გამოცხადებულ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 50.000 ლარით დააფინანსა. აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის.
სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.
2016 წელს საქართველოს ბანკის, ფონდის საქმიანობას შეემატა კიდევ ერთი მიმართულება - გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. ამ დრომდე, ხსენებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკმა 200 000 ლარზე მეტი მოცულობის თანხით დააფინანსა 5 სოციალური საწარმოს შექმნის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. ბანკის მიერ დაფინანსებული ყველა სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აქტუალური სოციალური საკითხების მოგვარებისკენ არის მიმართული, მათ შორის როგორიცაა შშმ პირების დასაქმება, ახალგაზრდების განათლება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: tree.ge
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















