ბათუ ქუთელი: მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

საქართველო, თბილისი - 07:36 | 06.11.2015
ნანახია: 2044

"მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას," - ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია, მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას.

"ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ საფუძველი შეურყია ძირითად საფუძვლებს, რაზეც სახელმწიფო დგას. ის განცხადებები, რაც დასავლეთში და ამერიკაში კეთდებოდა, იყო გაფრთხილება, რომ სახელმწიფოს არ გადაეხვია იმ გზიდან, რასაც ქვეყნის განვითარება და ევროინტეგრაციია ჰქვია. სამწუხაროდ, ხელსუფლებამ ეს დაარღვია და გადაუხვია ამ გზიდან. საქართველოს მოსახლეობა უნდა დადგეს ამ უკანონო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და სახელმწიფო შეიქმნა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე