სოფო კილაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 22.06.2017 ნანახია: 1526
სოფო კილაძემ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის სიტყვაშიშეეხო პარლამენტის როლს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხში, განსაკუთრებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, როგორც გაეროსერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.
სოფო კილაძემ ისაუბრა 2016 წელს განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზე საქართველოს პარლამენტს შეუძლია საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს,მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტებთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.
ის თავის მოხსენებაში შეეხო, ასევე, 2017 წელს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მოსმენებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შუალედურანგარიშზე, ასევე, ბავშვთა უფლებების კონვენციის ოქმების შესახებ ანგარიშთან მიმართებით, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოხსენებაში აღინიშნა პარლამენტის დიდი ძალისხმევა და შესაბამისი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას კომიტეტის საქმიანობაში.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის ძალისხმევით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე შეხვდა, ასევე, UNICEF-ის პოლიტიკისა და დაგეგმვის პროგრამის უფროსს, ფაბიო საბატინის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისახალი კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივისმნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა ბავშვთა კოდექსის შემუშავებასთან მიმართებით ექსპერტული დახმარების თუ სხვა მიმართულებებით.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















