გიორგი ისაკაძე: „რუსთავი 2“-ის გუნდს და ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუცხადებ

საქართველო, თბილისი - 11:26 | 06.11.2015
ნანახია: 2211

ტელეკომპანია „მაესტროს“ „საქმიანი დილისა“ და „ბიზნესკონტაქტის“ პროექტების მენეჯერი გიორგი ისაკაძე „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ჟურნალისტებს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. გიორგი ისაკაძე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს.

„მე როგორც „საქმიანი დილისა“ და „ბიზნესკონტაქტის“ პროექტების მენეჯერი „რუსთავი 2“-ის გუნდს და ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუცხადებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკური ინსოვაციები. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ყველაფერი სამართლებლივად დამთავრდეს სწორად და რაც მთავარია, დროში. უმთავრესია, რომ ჩვენს კოლეგებს მიეცათ ნორმალური მუშაობის საშუალება“, აღნიშნა გიორგი ისაკაძემ „მაეტროს“ პირდაპირ ეთერში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე