რატომ ჩამოდის ირაკლი ფირცხალავა საქართველოში და რის გაკეთებას აპირებს ის ლევან სუხიტაშვილთან ერთად?
საქართველო, თბილისი - 21:29 | 11.07.2017 ნანახია: 43900
22 ივლისს, ბათუმში, კლუბში „პონტი“ ირაკლი ფირცხალავა ბენდთან ერთად გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. მომღერალი საქართველოში 6 კაციანი შემადგენლობით ჩამოდის.
„პრაიმნიუსჯორჯია“ საღამოს ორგანიზატორს, მსახიობ ლევან სუხიტაშვილს დაუკავშირდა:
22 ივლისს, 22 საათზე დაიწყება კონცერტი. ირაკლი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდის საქართველოში და მაყურებელს ძალიან მაგარი საღამო ელოდება. გარდა ამისა, ამავე დღეს ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ირაკლის კონცერტს ვამთხვევთ კლუბის გახსნასაც.
რატომ ირაკლი ფირცხალავა და არა ვინმე სხვა?
ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს მე და ირაკლის ერთად გასაკეთებელი, თუმცა დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ყველაფერი ცოტა მოგვიანებით გასაჯაროვდება.
კონკრეტულად რას ეხება ეს პროექტები?
ვარსკვლავების ჩამოყვანას ვაპირებთ საქართველოში. ისეთი მომღერლების, რომ ყველა გაოცდება. სხვას ვერაფერს გეტყვით.
საკმაოდ უცნაური და ამავდროულად კრეატიული სახელი „პონტი“ დაარქვით კლუბს.
დიახ. იდეა ჩემი იყო და დავარქვი იმიტომ, რომ კლუბში ყველა პონტის გამო მიდის. შესაბამისად, რომ გეტყვიან სად ხარ? უპასუხებ პონტში. სეზონურად ვიმუშავებთ და ყოველდღე სხვადასხვა ტიპის საღამოები გაიმართება.
როგორც ჩანს ბიზნესით დაინტერესდი…
კლუბებთან ყოველთვის მქონდა კავშირი, სულ მიმყავდა საღამოები და მოკლედ, რომ გითხრათ, კარგად ვერკვევი ამ სისტემაში. შესაბამისად, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე რომ საკუთარი გამეკეთებინა, რომელიც იქნებოდა სხვებისგან გამორჩული.
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















