სს “ელიტ ელექტრონიქსი” განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 13:14 | 13.07.2017 ნანახია: 1527
სს “ელიტ ელექტრონიქსი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე.
უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.
რაც შეეხება 24 ივლისს სასამართლოში განსახილველ საქმეს საზოგადოებისათვის უფრო მკაფიო და გასაგები რომ იყოს განვმარტავთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ამ საქმეში სს “ელიტ ელექტრონიქსი” დაზარალებულადაა ცნობილი. ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რათა მიგვაჩნია რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართმსაჯულება. აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მ.სააკაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი, მან როცა ორი წლის წინაც შეგვახსენა თავი მისი ცილისმწამებლური განცხადებებით, იუწყებოდა რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ახალი მენეჯმენტი კომპანიის გაკოტრებით იყო დაკავებული და სახსრები საზღვარგარეთ უნდა გადარიცხულიყო, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციას იწვევდა. თუმცა განვლილმა ორმა წელმა ნათლად დაადასტურა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, მისი პოზიციები კიდევ უფრო მყარი გახდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მის სტაბილურ განვითარებას, გაკოტრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამით კიდე ერთხელ დადასტურდა ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებების აბსურდულობა.
მიგვაჩნია, რომ გამართული პესკონფერენცია გახლავთ ერთგვარი მცდელობა მართმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად და წამებული ბიზნესმენის იმიჯის მოსარგებად, რის გამოც ის საზოგადოებას შეახსენებს ხოლმე თავს. ეს კი მას აიძულებს პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს” იმიჯს და წარმოაჩინოს თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე უკანონო ხდება"".
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















