"სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს - ქუმსიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:25 | 14.07.2017 ნანახია: 1562
„სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტისდათვალიერების შემდეგ განცხადა.
მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი. „ძალიან მნიშვნელოვანია, საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული. „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას.
პირველი ვიცე-პრემიერი დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებს „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პირობებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.
როგორც აღინიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















