საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო მოპოვება - რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას აქტიურად განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 11:31 | 24.07.2017 ნანახია: 1403
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, სისტემატურად ახორციელებენ ღონისძიებებს, რომელიც ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილებას ისახავს მიზნად.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში გამოვლინდა ხის საამქრო, სადაც დასაწყობებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ძვირფასი ჯიშის ხის - კაკლის მასალა, რომელიც გამიზნული იყო იარაღის კონდახის დასამზადებლად. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ხის მასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონოდ მოქმედი ხის გადამამუშავებელი არაერთი საამქრო და ხე - ტყის მასალის უკანონოდ მოპოვება - დამუშავებისა და გადაზიდვის ათეულობით ფაქტი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტების გაყალბების გზით ახდენდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად ახორციელებს ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















