გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა - აუდიტის დასკვნა
საქართველო, თბილისი - 16:32 | 24.07.2017 ნანახია: 1632
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა.
პრეზიდენტმა 2015-2016 წლებში 7 პროექტი დააფინანსა. მათგან ყველაზე მეტი, 282 ათასი ლარი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპა) გადაეცა პროექტისთვის “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები:
აიპ „პლატფორმა ცვლილებისათვის“ - პროექტი “ სოფლის ფოტოკლუბი პანკისი“ – 19 ათასი ლარი
აიპ „უსაფრთხო განვითარების ხიდი“ - პროექტი „გაძლიერდი და შეიცვალე“ – 13.9 ათასი ლარი
ააიპ კავშირი „საფარი“ – პროექტი „ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის სტრატეგიის განსაზღვრა“ – 19,9 ათასი ლარი
აიპ „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ - პროექტი „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ – 95,1 ათასი ლარი
თსუ „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ - პროექტი „ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობისათვის“ – 58,8 ათასი ლარი
აიპ „დემოკრატიის ლაბორატორია“ - პროექტი „მე და კონსტიტუცია“ -120 ათასი ლარი
აიპ „ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი“ - პროექტი „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -282,3 ათასი ლარი.
ცნობისთვის, პრეზიდენტი „ჯიპაში“ 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2006-2010 წლამდე კვლევით დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2010-იდან 2012 წლამდე რექტორის თანამდებობა ეკავა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისა და ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესწავლა თავად ადმინისტრაციის მოთხოვნით, განხორციელდა.
”ჩვენ ვართ სახელმწიფო ხარჯებზე და მუდმივად ვკითხულობთ და გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესება. ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს შემოსვლა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს, აქ არცერთ შემთხვევაში არ არის საუბარი, რომ რაიმე ტიპის ხარჯი იყო არასწორად გაწეული. აქ არის სარეკომენდაციო ხასიათი, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან ჯობდა ხარჯის გაწევა. ორივე არის ბიუჯეტის ფული მოგეხსენებათ, უბრალოდ საუბარი იყო თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ხარჯის გაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ეს არანაირი პრინციპული საკითხი არ იყო”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















