ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას - ეკა ბესელია
საქართველო, თბილისი - 18:22 | 20.08.2017 ნანახია: 1447
,,იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომ ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად მივიღოთ ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ადვოკატთა ინსტიტუტი როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთ მოაწესრიგებს.
„ამ ცვლილებებით, ჩვენ ვცდილობთ კანონში ახალი მუხლები შევიტანოთ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით არის მოწოდებული და ის ეხება პროფესიაში შესვლას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების ვადებს, პროცედურებს ანუ არის საკითხები, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთეს მოწესრიგებას უკავშირდება. ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გასვლითი შეხვედრა, რომელიც ქობულეთში მეორე დღეა მიმდინარეობს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
დღეს, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ: საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პრინციპებზე, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდასა და ასოციაციაში გაწევრიანებაზე, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაზე, ეთიკის კომისიასა და დისციპლინური დევნის განხორციელებაზე, ასევე დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი. კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი და აპარატის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















