მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქართველო, თბილისი - 11:35 | 24.08.2017 ნანახია: 1920
რუსეთში მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
გამოძიების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბალერინას ახლო გარემოცვაში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც მცველად მუშაობდა.
რუსული მედია წერს, რომ მალხაზ ჯავოევი ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ინტერნეტში ოლგა დემინას პორნოგრაფიული სურათები გაავრცელა.
ამ დროისთვის, 37 წლის მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მას განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ჯავოევმა მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი ააწყო და ფულიანი ხალხის წვეულებებზე ბალერინებს აგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე 2012 წელს მან 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო, რომელიც მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა იყო.
2014 წლის 14 მარტს მალხაზ ჯავოევის თხოვნით ოლგა დემინამ მას თავისი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. აპრილში ჯავოევმა ეს ბინა სხვას მიჰყიდა, რომლის თანხა დემინასთვის უნდა გაეყო. 2014 წლის აგვისტოში ოლგა დემინა გაუჩინარდა.
გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 20 აგვისტოს ბინაში მოკლა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















