უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:20 | 10.11.2015 ნანახია: 2150
გუშინ, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსის შეხვდა და თავისი პოზიცია გააცნო „ტელეკომპანია რუსთავი–2–ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტელეკომპანიის საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვების, მართლმსაჯულების სისტემასა და მედიათავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და განათლების უფლების დარღვევის საკითხები. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიებზე არ ხდება ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას.
სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე და ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა. განიხილა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა.
აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ მრავლად რჩება გამოწვევები, მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფა; პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და მათი გამოძიების ხარვეზები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების მექანიზმის შექმნის შესახებ სახალხო დამცველის კატეგორიულ მოთხოვნის მართებულობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიმდინარე მუშაობას; შრომის ინსპექციის შექმნის და ზოგადად შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
უჩა ნანუაშვილმა ევროპელ სტუმარს სახალხო დამცველის აპარატში ბოლო ხანს განხორციელებული სიახლეების – ცხელი ხაზის ამუშავებისა და ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედების შესახებაც შეატყობინა.
დასასრულს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ ნილს მუჟნიეკსის თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















