პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:50 | 15.09.2017 ნანახია: 1835
საქართველოს პროკურატურის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით მხოლოდ 2017 წლის პირველ 6 თვეში გამოქვეყნებულია 161 განცხადება და ჩატარებულია 6 ბრიფინგი, - ამის სესახებ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,რა თქმა უნდა, ყველა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს, რომლებზეც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებზე მიეწოდება ის ინფორმაცია, რაც გამოძიების მოცემულ ეტაპზე შეიძლება იყოს გასაჯაროებული და არ დააზიანებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესს, ასევე მოქალაქეთა უფლებებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია, რაც გამოთხოვილია არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ, კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მათ კანონით აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაციაზე, არის შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინება და შესაბამისად არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან.
კანონის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ „არასამთავრობო ორგანიზაციის“ სტატუსი არ აძლევს უფლებას, გამოითხოვოს და მიიღოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის სახეს მკაფიოდ განსაზღვრავს კანონი და საქართველოს მთავარი პროკურატურაც მოქმედებს კანონის შესაბამისად, განუხრელად იცავს რა კანონმდებლობას.
გარდა აღნიშნულისა, კანონი პროკურატურის შესახებ ცალსახად განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მონაცემების გამჟღავნება დაუშვებელია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების, მხარეთა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს თუ რა დოზით და რა ფორმით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც ცხადად მეტყველებს დასაწყისში მითითებული მხოლოდ 2017 წლის 6 თვის შესაბამისი სტატისტიკა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა საქმიანობს მაქსიმალურად ღიად და ცდილობს საზოგადოების კანონით დადგენილ ფარგლებში ინფორმირებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგება 6 თვეში ერთხელ ხოლმე საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშით და თითოეული ანგარიში საჯაროა, ხელმისაწვდომია პროკურატურის და საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
რაც შეეხება პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას სასამართლოში, საქართველოს პროკურატურა პატივს სცემს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებას საკუთარი ინტერესები დაიცვას სასამართლოში. პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით კვლავაც გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ინფორმაციის მიწოდებას საკუთარ საქმიანობასთან და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზწე ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო. იმ შემთხვევაში თუ კი პროკურატურა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ორგანიზაცია უწყების წინააღმდეგ სასამართლოში დავას გეგმავს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















