„გვაქვს მოლოდინი, რომ ანგარიში რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს დადებითი იქნება“ - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:50 | 11.11.2015 ნანახია: 2274
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ვიზალიბერალიზაცის სამქომედო გეგმით არსებული დავალებების შესრულების კუთხით. მან იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება.
„საქართველომ გაწია უდიდესი სამუშაო საშინაო დავალების შესრულების კუთხით, ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში პრაქტიკულად ყველა მუხლი არის შესრულებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გავცდით კიდევაც იმ სავალდებულო ჩარჩოებს, რომლებიც მოცემული გვქონდა.
ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იქნას აღმოჩენილი ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში. ასე, რომ ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ანგარიში, რომელიც უნდა იქნას გამოქვეყნებული დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება დადებითი.
რაც შეეხება ამის შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთვის გახსნილი იქნას ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ანუ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროპის ტერიტორიაზე, აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დადებითი პერსპექტივაა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ფედერიკა მოგერინის ვიზიტს, მის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველომ ნამდვილად დიდ პროგრესს მიაღწია და დიდი ალბათობით ჩვენ უნდა ველოდოთ პოზიტიურ ახალ ამბებს ამ მიმართულებით.
ასევე ჩვენ, მთავრობის ყველა სტრუქტურა, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების თაობაზე და მაქსიმალურად განვუმარტოთ, რომ რისკები ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან არ არსებობს. საქართველო იქნება პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპისათვის.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესია თავად ქვეყნის ტრანსფორმაციისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
„ეს რეფორმები არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიზაციის მიზნის მიღწევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რეფორმები არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო. იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მოქალაქეებს ყოველნაირი ვიზალიბერალიზაციისგან დამოუკიდებლად გაუმარტივდეთ ცხოვრება თვითონ ქვეყანაში. იმისათვის, რომ იყოს გამჭვირვალე გარემო და ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემო ქვეყანაში ცხოვრებისათვის. მაგრამ, ჩვენი მიზანი არის ევროპასთან დაახლოება და თავისუფალი მიმოსვლა ევროპულ სივრცეში. თავისუფალი მიმოსვლის გარეშე, ვერ იქნება ეფექტიანი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან, რადგან თავისუფალი მიმოსვლა ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















