ლონდონში ქართული ღვინის საღამო გაიმართა
საქართველო, თბილისი - 11:47 | 07.10.2017 ნანახია: 1484
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში ქართული დოკუმენტური ფილმის "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
საღამო გახსნა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორის ნანა ჯორჯაძის, ფილმის პროდუსერის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანის და ბრიტანელი ღვინის ექსპერტის სტივენ სპურიეს მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი" ეძღვნება ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის უძველეს ქვეყანას. იგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი"-ს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში: Hollywood International Independent Documentary Award, Oenovideo International Grape & Wine Film Festival, MOST Wine & Cava International Film Festival, etc.
საღამო „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ორგანიზებით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის კომპანიების მხრადაჭერით.
ღონისძიება დასრულდა მიღებით და ქართული ღვინის დეგუსტაციით.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















