ანაკლიის პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს დაიწყება
საქართველო, თბილისი - 14:14 | 13.10.2017 ნანახია: 1549
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს. „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.
„ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:
- „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
- მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
- დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.
„ანაკლია სითიმ“, რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან;
ჩაატარა ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ „ანაკლია სითის“ ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. - წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
- მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
- მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
- საქართველოს მთავრობამ დაასრულა ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების გამოსყიდვა.
- მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















