ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება - კახა კოჟორიძე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 24.10.2017
ნანახია: 1417

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე თიანეთში მერის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები.

,,უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურად პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად იქნება განხილულ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე