ის რომ ქალბატონი დოდო კეზუა გათავისუფლებული იყო, ეს არის ძალადობის დაგმობა - 67-ე სკოლის დირექტორი

საქართველო, თბილისი - 12:08 | 25.10.2017
ნანახია: 1620

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ის რომ ქალბატონი დოდო კეზუა გათავისუფლებული იყო, ეს არის ძალადობის დაგმობა", - ამის შესახებ 67-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მარიამ ლორთქიფანიძემ, სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე მტკიცებით, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს სკოლის ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ, არასწორად ინფორმირებული არიან.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ის რომ ქალბატონი დოდო კეზუა გათავისუფლებული იყო, ეს არის ძალადობის დაგმობა. ამ კონკრეტულ მასწავლებლებს რატომ აქვთ ის ინტერესი, რომ ძალადობა იყოს წახალისებული ჩვენთვის გაუგებარია. ბუნებრივია ბავშვებს არ აქვთ ის ინფორმაცია და ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. მთელი კოლექტივის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ დავგმობთ ძალადობას და არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ წავახალისებთ,“-განაცხადა სკოლის დირექტორმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე