თბილისის მერიაში პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე გამახვილდება ყურადღება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:57 | 25.10.2017
ნანახია: 2096

ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის არჩეულმა კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

,,აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები. ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. ამ რეფორმებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მოგვენიჭება",- განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე