„მგონი, მეორე ტური რომ ჩატარებულიყო სჯობდა, ახალ პურ-მარილს კიდევ მაკისრებინებენ," - თამაზ მეჭიაური

საქართველო, თბილისი - 18:52 | 27.10.2017
ნანახია: 1606

„მე მგონი, მეორე ტური, რომ ჩატარებულიყო, სჯობდა, ახალ პურ-მარილს კიდევ მაკისრებინებენ, უკვე იმდენი ვიკისრე,“ - ეს განცხადება პარტია ,,თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე