შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციას - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო
საქართველო, თბილისი - 15:38 | 30.10.2017 ნანახია: 1416
შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას - „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სწორად წარმართულმა კამპანიამ - „შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის“ და არასამთავრობო სექტორთან ეფექტიანმა თანამშრომლობამ, ასევე, დიპლომატიური კორპუსის აქტიურმა ხელშეწყობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. შს სამინისტრო, თავის მხრივ, გამჭვირვალობისა და ჩართულობის კუთხით უპრეცენდენტო იყო. ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი უწყება და ჩვენს კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ ამ სფეროს განვითარებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო ამაღლებისთვის. შემდეგი ეტაპია ვიდეოჯარიმების ახალი სისტემა და ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლის ამოქმედებაც 1 ნოემბრიდან იგეგმება. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ არის ის, რომ უკვე 3-წლიან პერსპექტივაში, დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრირება უნდა განახორციელონ ტექნოლოგიებმა, ხოლო საპატრულო პოლიციის როლი მთლიანად კრიმინალის პრევენციის მიმართულებით უნდა განვითარდეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტები. შსს მეორე წელია, ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-სოციალური კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამავე პროგრამის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არაერთი ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლუკას ბეგლინგერი, ასევე, თბილისის ახლადარჩეული მერი - კახი კალაძე, სამთავრობო, არასამთავრობო, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე დასასწრებად, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შვეიცარიისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე, უცხოელი ექსპერტებისგან კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა თემატური სემინარი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების, კანონმდებლობისა და აღსრულების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების, საგზაო უსაფრთხოების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტებზე.
კონფერენციაზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომელიც სხვადასხვა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას დაეგზავნება.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















