ლარის სისუსტე პირდაპირ მეტყველებს ქვეყანაში არაჯანსაღ ეკონომიკურ გარემოზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:52 | 31.10.2017
ნანახია: 1385

„ლარის სისუსტე პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური გარემო", - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მდგომარეობას გადასახადების დაწევა და ბიუჯეტის ყაირათიანად დაგეგმვა გამოასწორებს. 

„ლარის სისუსტე პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და ამ მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია ვეუბნებით მთავრობას. ეს არის გადასახადების დაწევა და ბიუჯეტის ყაირათიანად დაგეგმვა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე