რა დააშავა კაშიამ, მიუხედავად სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს დააფიქსიროს თავისი აზრი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:19 | 31.10.2017
ნანახია: 2080

მარტივი კითხვა მაქვს, რატომ უნდა გაირიცხოს და რა დააშავა კაშიამ - განაცხადა თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის კომენტირებისას.

,,მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავის ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი”, - აღნიშნა კალაძემ.

არნემის ,,ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე