მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 11:57 | 02.11.2017
ნანახია: 1526

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა. 

მისივე თქმით, მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს. 

,,კარგი თანამშრომლობა შედგა, მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ წარმატებით მოხდეს ექსტრადირება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე