უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო - ნიკა მელია ონიანის დაკავებაზე

საქართველო, თბილისი - 10:39 | 07.11.2017
ნანახია: 1738

უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო, ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნიკა მელია ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას.

მისივე თქმით, განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

,,ექვსი პოლიციელიდან ხუთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ისინი ხელშეუხებლები არიან. ერთადერთი ადამიანი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს. აკავებს ადამიანს იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე