ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა საჭიროა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 07.11.2017
ნანახია: 1713

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გაზრდას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი იქნება.

კალაძის თქმით, ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა საჭიროა და არა მარტო ტრანსპორტის კუთხით, არამედ, ბევრი სხვა მიმართულებით დაიწყება მუშაობა.

„საარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობასა და განვითარებაში, ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით და მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას. მართლაც სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც,ნაგვის გადაყრა, სიგარეტის ნამწვავისგადაგდება“, - განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე