ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ იქნება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:49 | 13.11.2017
ნანახია: 1482

ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. 

,,ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ იქნება ნამდვილად“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე