2018 წლის ბიუჯეტი კვირიკაშვილის მთავრობას წარმოდგენილი და განხილული აქვს პარლამენტში - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 13.11.2017
ნანახია: 1433

სამთავრობო ცვლილებების ეფექტურობის ინდიკატორი ბიუჯეტში მკაფიოდ შემცირებული ხარჯების წარმოდგენა იქნება -  ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გაცხადა.

,,ევროპული საქართველო ბიოროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ბიოროკრატიული ხარჯები, ქვეყნის ეკონომიკის ერთერთ მამუხრუჭებელი ფაქტორია. ჩვენ ველით 2018 წლის ბიუჯეტს, სადაც  ცვლილებები მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და შესაბამისი ზომითა და პროპორციით უნდა იყოს ასახული. 2018 წლის ბიუჯეტი კვირიკაშვილის მთავრობას წარმოდგენილი და განხილული აქვს პარლამენტში. სანამ არ იქნება ბიუჯეტი წარმოდგენილი და მკაფიოდ იქნება ეს ცვლილელები ასახული რა რაოდენობის ფულს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა და რა რაოდენობის ფულს არ გაფლანგავს ბიოროკრატიაზე, ეს იქნება მძაფრი ინდიკატორი, ამ ცვლილებების შესახებ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე