საქართველოს მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველო, თბილისი - 11:18 | 17.11.2017 ნანახია: 1471
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability) მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა
სანამ 2016 წლის იანვარში მოლდოვას მე-12 პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, პაველ ფილიპი მოლდოვას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არის მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერი და გამოირჩევა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოვლისმომცველი და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციასა და განვითარებას.
პაველ ფილიპს აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს მოლდოვას წამყვან კომპანიებში.
2014-2015 წლებში პაველ ფილიპი მოლდოვას პარლამენტის წევრი და ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2011-2016 წლებში იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2008-2011 წლებში ფილიპი მოლდოვას უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი საწარმოს („Tutun-CTC") გენერალური დირექტორი იყო.
2010 წლიდან დღემდე ის მოლდოვას დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, პარტიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა კიშინიოვში.
2009-2010 წლებში იყო მოლდოვას დამსაქმებელთა ეროვნული კონფედერაციის საბჭოს წევრი.
2001-2008 წლებში ის იყო საკონდიტრო საწარმო Bucuria-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ინჟინერიის, წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხებში.
პაველ ფილიპი დაჯილდოებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მედლით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ფლობს ორდენს (Gloria Muncii) მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებსა და რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებისთვის.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















