ენმ-ის ახალი ლიდერის ფუნქციის შესრულება ნიკანორ მელიამ დაიწყო - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 21.12.2017
ნანახია: 1788

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ ენმ-ის ახალი ლიდერის ფუნქციის სესრულება დაიწყო.

,,საერთოდ, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, თუმცა რეგლამენტის დარღვევა, ფრაქციიდან განცალკევებული ხალხის შემოყვანა და მათი ჩართვა დისკუსიებში, თანაც შეურაცმყოფელი სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავის პოლიტიკად თვლის და იყენებს მას მერე, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო.

ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ვფიქრობ, ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ. პრემიერმა ამის თაობაზე შეფასება გააკეთა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ვფიქრობ, სწორად შეაფასა როგორც ოპონენტი მხარე, ასევე თავისი რეაგირება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ პრემიერისა და ნიკა მელიას დაპირისპირებასთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე