მინდია ჯანელიძე: დავაზუსტე, ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება 6 146 ლარი და 62 თეთრია
საქართველო, თბილისი - 10:30 | 19.11.2015 ნანახია: 2416
"დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი. არ მიყვარს არაზუსტი ფაქტების-ციფრების მოყვანა და დასახელება. მე მას შემდეგ, რაც დავაზუსტე ჩემი ანაზღაურების ოდენობა, შემიძლია გითხრათ: ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება შეადგენს 6 146 ლარს და 62 თეთრს. მე დილითაც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, ჩემი დეკლარაცია არის საჯარო", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში პრემია არ აუღია. რაც შეეხება დანამატებს, "როგორც ვიცით მარტო ჩემს შემთხვევაში არ არის, ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ანაზღაურება შედგება ორი კომპონენტისგან, ნაწილს შეადგენს ხელფასი, ნაწილს დანამატი. ეს არ არის მარტო ჩვენს შემთხვევაში" - განაცხადა ჯანელიძემ 2030-ში
მინდია ჯანელიძემ განმარტა, რომ "არაფერი განსაკუთრებული ანაზღაურება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებს არ აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ანაზღაურება არ არის დაბალი.
რაც შეეხება პრემიებს, ჩვენი უწყების დაარსების დღიდან დღემდე პრემიები არ გაცემულა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს სამსახურში მუშაობა მოითხოვს შესაბამის კვალიფიკაციას. ამ კვალიფიკაციის ადამიანების ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. იქ სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ დასაქმებული. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბუნებრივია, ასეთი კადრების მოზიდვა მოითხოვს მათთის გარკვეული ანაზღაურების მიცემას. აქვე ხაზს გაუსვამ, ეს არ არის რამე კოლოსალური თანხის ოდენობა", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















