განათლების სამინისტრო მასწავლებლებისთვის ხელფასებისა და დანამატების ახალი მოდელის შექმნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 18:40 | 09.01.2018
ნანახია: 1354

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლებისთვის ხელფასებისა და დანამატების ახალი მოდელის შექმნას გეგმავს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, შესაძლებელია, მასწავლებლების დანამატები საგაკვეთილო საათებზე აღარ იყოს მიბმული.

„ტრენინგების შინაარსი თვისობრივად შეიცვლება და კონკრეტული უნარების შეძენაზე იქნება ორიენტირებული. პედაგოგები შეიძენენ უნარებს, რომლებსაც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებენ. გადაიხედება მასწავლებლების ანაზღაურების სქემა. შესაძლებელია მასწავლებლების დანამატები საგაკვეთილო საათებზე აღარ იყოს მიბმული. თუმცა ეს დამუშავების ეტაპზეა“, - განაცხადა მინისტრმა ,,საზოგადოებრივის“ ეთერში.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი სიახლე რაც სკოლებში იგეგმება, ეს ახალი პროექტი „ევრიკაა“.  პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების ლექტორები მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე