ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს - "ბათუმელები"
საქართველო, თბილისი - 14:15 | 18.01.2018 ნანახია: 1271
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "ატუმ"ათეულობით ქაფურის ხე მოჭრა. მედიასაშუალება "ბათუმელების" ინფორმაციით, ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ.
მათივე ცნობით, ხეების გატანის ნებართვის გაცემის შესახებ აჭარის მთავრობამ დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა.
,,ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ინფორმაცია „ბათუმელებს“ უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, შესაბამისად, აჭარის მთავრობას განმეორებით ვკითხეთ, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან ხეები გააქვს. კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს: „დოკუმენტი გადმოგიგზავნეთ".
ტერიტორია, სადაც ხეებს ჭრიან, იღებენ და გააქვთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გადასცა. ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ტერიტორია აჭარას ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. გარდა ამ ტერიტორიისა, სახელმწიფომ აჭარას საკუთრებაში მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი გადასცა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 69 732 კვადრატული მეტრია.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის გზა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო გზებს ერთმანეთთან შეაერთებს. მისივე თქმით, დეპარტამენტმა 2017 წელს შეისყიდა გზის პროექტი, რომელიც ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. „ატუ“ გზას სწორედ ამ პროექტით აკეთებს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დეპარტამენტს ქონებასთან [მათ შორის ხეებთან] და მის განკარგვასთან შეხება არ აქვს: „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია“. - ვკითხულობთ "ბათუმელების" მიერ მომზადებულ მასალაში.

პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















