საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:55 | 18.01.2018
ნანახია: 1172

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ერიკ ჰოგს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისიის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და ყურადღება გამახვილდა ჟენევის დისკუსიებზე.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია დღეს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რათა მსოფლიომ იცოდეს რა ხდება ამ მიმართულებით.

 

 


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე