ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია
საქართველო, თბილისი - 18:15 | 22.01.2018 ნანახია: 1024
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ მუშაობა დაიწყო. სტრასბურგში იმყოფება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ახალი პრეზიდენტი აირჩია. თანამდებობა სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა.
„საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მიკელე ნიკოლეტი, რომელიც გასული წლების განმავლობაში, სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩვენ სოციალისტების ჯგუფში ვართ გაწევრიანებულები და შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. მივესალმებით ასამბლეის ამ გადაწყვეტილებას. გასულ წელს ასამბლეას მძიმე წელი ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის წინააღმდეგ იყო მძიმე ბრალდებები, რამაც საკმაოდ დააზიანა საპარლამენტო ასამბლეა. იმედი გვაქვს, რომ ასამბლეა რეაბილიტაციას ეფექტურად შეძლებს და მიზნების განხორციელებაში წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასამბლეის დღის წესრიგშია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის არჩევაც. კომისრის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: გორან კლემენჩიჩი, პიერ-ივ ლე ბორნი და დუნია მიატოვიჩი არიან წარდგენილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა მხარი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრის, პიერ-ივ ლე ბორნის კანდიდატურას დაუჭირა.
„სესია ადამიანის უფლებების დაცვის ახალ კომისარს ირჩევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არის სამი კანდიდატი. მათგან ერთ-ერთს, რომელიც სოციალისტების ჯგუფის წევრია, უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტმმა და სავარაუდოდ, კომისარი სწორედ ის გახდება“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















