როგორც ჩანს, ოქრუაშვილი ხელისუფლებას რაღაცაზე ევაჭრება - სააკაშვილის ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 17:36 | 23.01.2018 ნანახია: 1219
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. შემდეგი პროცესი 19 თებერვალსააჩანიშნული და ბრალდების მხარე ლიტველ ექსპერტს სკაიპის საშუალებით დაკითხავს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი, შალვა ჟღენტი დაკითხა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა, რომ 2005 წლის ივლისის თვეში კანცელარიაში სააკაშვილთან ნამდვილად გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, სპეცრაზმის უფროსი, ვახტანგ ზუხბაია.
,,მისი ჩვენების მიხედვით, როცა ეს შეხვედრა დასრულდა, მიხეილ საკაშვილმა ვახტან ზუხბაიას მადლობაც კი გადაუხადა, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის. ეს თავდასხმა ისე იყო შესრულებული, როგორც მე მინდოდაო, ეს სიტყვები უთხრა მას სააკაშვილმა"- განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარის შეფასებით კი სააკაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიზირებული საქმეები მიმდინარეობს.
,,სააკაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოებში გრძელდება ის შოუ, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის საქმე, რომლის მთელი კასკადიც ბურჯანაძეზე და ოქრუაშვილზეა აწყობილი. დანარჩენი მოწმეები პირდაპირ ჩვენებას ვერ იძლევიან, როგორც ჩანს, მოწმე ოქრუაშვილი ვერ მოჰყავთ, სავარაუდოდ ის ხელისუფლებას რაღაცაზე ევაჭრება და ამ ვაჭრობაში ძალიან დიდი დრო დაკარგეს",- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს.
მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.
საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















