ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა კიევში შეხვედრები გამართა
საქართველო, თბილისი - 10:44 | 24.01.2018 ნანახია: 1072
საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უკრაინის დედაქალაქში შეხვედრები გამართა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრეი პარუბისთან შეხვედრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე ისაუბრა.
„დონბასის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამ კონფლიქტში ადამიანური და ჰუმანიტარული ფასი ძალიან მაღალია და ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს კრიტიკული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან ჰელსინკის პრინციპების უხეში დარღვევა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები აღმასრულებელი და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეუთოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















