საპარლამენტო უმრავლესობის წევრი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 13:00 | 29.01.2018 ნანახია: 1169
პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა ტორტონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა ტორტონიმ მის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებით გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, განუხრელად მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და მტკიცედ გმობს ქვეყნის ოკუპაციას - არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!?
„სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი არ შეუძლებელია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიც NDI-ია. ლორა ტორტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ - ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესების იცავდნენ“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
პარლამენტის წევრის განცხადებით, მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას.
„მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხავს წყალს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
პარლამენტის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება არა ფრაქცია „ქართული ოცნების“ არამედ, მხოლოდ მისი, როგორც ცალკეული დეპუტატის მოსაზრებას წარმოადგენს.
ცნობისათვის, ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის.
”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - დაწერა ლორა თორნტონმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















