„ამერიკამ არასწორი პარტნიორი შეარჩია“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია „ნიუ იორკ თაიმსში“
საქართველო, თბილისი - 13:28 | 31.01.2018 ნანახია: 1415
„ამერიკამ არასწორი პარტნიორი შეარჩია“, - ამ სათაურით „ნიუ იორკ თაიმსში“ 2018 წლის 28 იანვარს გამოქვეყნდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს სტატია, რომელსაც ,,პრაიმნიუსჯორჯია” უცვლელად გთავაზობთ:
"შეერთებულ შტატებს შუა აღმოსავლეთში გააჩნია საკუთარი ინტერესები, მაგრამ თურქეთს აქვს დაახლოებით 800 მილის საერთო საზღვარი სირიასთან და ერაყთან. ამ გეოგრაფიულ არეალში და მის მიღმა, თურქეთი და შეერთებული შტატები ერთ მიზანს ემსახურებიან: დაამარცხონ ტერორისტული ორგანიზაციები,რომლებიც ემუქრებიან ჩვენს ხალხებს. DAESH-ი (ან ე. წ. ისლამური სახელმწიფო) იყო ჩვენი საერთო მტერი, და ამ დაჯგუფებაზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა თურქეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა სამხედრო დამარცხება განიცადა ერაყსა და სირიაში, თურქეთი კვლავ აგრძელებს თვისი წვლილის შეტანას. თურქეთის სამხედრო მოქმედებები იყო გადამწყვეტი სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯარაბულუს DAESH-იგან განთავისუფლების საკითხში, 2016 წელს. თურქეთმა დააკავა 10.000-ზე მეტი DAESH-ის ეწვრი და ალ ქაიდასთან აფილირებული პირი, დეპორტაცია გაუკეთა 5.800 ტერორისტს და უარი უთხრა 4.000 საეჭვო მოგზაურს ქვეყანაში შეშვებაზე.
DAESH-მა დაკარგა სირიაში და ერაყში ტერიტორებზე კონტროლი, მაგრამ მას კვლავ შესწევს ძალა რომ ჩაიდინოს საშინელებები. თურქეთის ხელისუფლებამ ახლახანს ჩაატარა ოპერაცია DAESH-ის ქსელის წინააღმდეგ, რითიც აღკვეთ მისი რეორგანიზაციის მცდელობები.
ამერიკულმა უწყებებმა გვითხრეს, რომ შეერთებული შტატებს სურს ჰყავდეს საკუთარი სამხედრო ძალა სირიის ტერიტორიაზე, რათა აღკვეთოს DAESH-ის გადმონაშთების გადაჯგუფება. ამასთანავე, DAESH-ის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევებრძოლებით სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩვენს რეგიონში, რომლებიც ემუქრებიანჩვენს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ამ ომში, შეერთებული შტატების მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა პარტნოიორმა ჩვენს შორის შექმნა ჩიხი. ესაა ჯგუფი, რომელიც ამერიკის მთავრობამ თვითონ აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. ე. წ. „სახალხო დაცვის შენაერთები“ ანუ, Y.P.G. არის უბრალოდ სხვა სახელით მოქმედი,კანონგარეშედ გამოცხადებული, ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთ მუშათა პარტია“.
ჯგუფებმა დაირქვეს სხვადასხვა სახელები და განავითარეს ჩახლართული სტრუქტურები, მაგრამ ეს ვერ ნიღბავს სინამდვილეს. ისინი იმართებიან ერთიდაიმავე კადრებით, იწვრთნებიან ერთიდაიგივე ბანაკებში, იყენებენსაერთო საორგანიზაციო და სამხედრო სტრუქრტურებს, პროპაგანდის საშუალებებსა და ფინანსურ რესურსებს. „ქურთ მუშათა პარტია“ ე.ი. P.K.K.ხელმძღვანელობს Y.P.G.-ს და P.K.K-ს თვითმკვლელი მებრძოლები იწვრთნებიან Y.P.G.-ის ბანაკებში სირიაში.
ჩვენ შეშფორებულები ვართ იმის გამო, რომ Y.P.G. / P.K.K. ტერორისტები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ერაყსა და სირიაში იწვრთნებიან და იარაღდებიან შეერთებული შტატების მიერ. ჩვენ უსაფრთხოების ძალებს ხელში უვარდებათ P.K.K.-ს ტერორისტების შეიარაღება, რომელიც თანდათან იზრდება, როგორც რაოდენობრივადასევე, თვისობრივად დახდება მისი მოდერნიზება.
ის ფაქტი, რომ ნატოს მოკავშირე აიარაღებს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც თავს ესხმის ასევე, ნატოსსხვა მოკავშირეს, არის ნატო-ს მიერ გაცხადებული ყველა ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა.ესაა, პოლიტიკური ანომალია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები გააცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკა საზიანოა ნატო-ს საიმედოობის თვალსაზრისით,იგი შეცვლის მასდა კვლავ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის მეკავშირეებისა და გრძელვადიან ინეტერსებს. ამერიკელების ნდობა „სახალხო დაცვის შენაერთებისადმი“ წარმოადგენს საკუთარი თავისადმი მიყენებულ სავალალო შეცდომას, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს აღიარებული პარტნიორი თურქეთში.
მაგრამ, თურქეთს, არ შეუძლია დაელოდოს კურსისსაბოლოო და გარდაუვალ ცვლილებას. ფუჭი საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა გასაგებია თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების პრობლემებით, დღის წესრიგიდან ვერ ხსნის არსებულ საფრთხეებსა და მუქარას.
ბოლო კვირების განმავლობაში, თურქეთის მთავრობამ დოკუმენტურად დაასაბუთა ის საფრთხეები, რომლებსაც იწვევენY.P.G-ისა დაDAESH-ის ბანაკები სირიაში. სირიის აფრინის რეგიონში ტერორისტები ემუქრებიან როგორც რეგიონის მოსახლეობის, ასევე საზღვრისპირა მცხოვრები თურქების სიცოცხლესა და ქონებას.
ჩვენ უნდა გვემოქმედა, და ამგვარად თურქეთმა აფრინში დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია „ზეთის ხილის რტო“.
ოპერაციას აქვს ნათელი მიზანი:ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აფრინში ტერორისტების ნეიტრალიზება; ოპერაცია ტარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების შესაბამისად; მის სამიზნეს წარმოადგენენ ტერორისტები, მათი თავშესაფრები, მათი შეიარაღება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თურქეთის არმია მოქმედებს სიფრთხილის უმაღლესი ზომების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო პირების დაზარალება.
ჩვენ უკვე არსებითად გავაძლიერეთ ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევა, შევქმენით რა ბანაკებიაფრინიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოასახლეობისათვის. ჩვენ უკვე მივიღეთ სამ მილიონ სირიელზე მეტი, ხოლო თურქეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
თურქეთი გააგრძელებს ოპერაციას მანამ, სანამ ტერორისტები საბოლოოდ არ განადგურდებიან. თურქეთი ვერ შეურიგდება სეპარატისტული ანკლავების შექმნას ანდა ტერორისტების თავშესაფრებს, რომლებიც ემუქრებიან მის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგებიან სირიელის ხალხის ნებას.
თურქთმა უკვე მიიღო მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელებიც მიმართულია სირიაში პრობლემის გადასაჭრელად. სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება წარმოადგენს საკვანძო პოზიციას მშვიდობისთვის ძალისხმევის საკითხებში. ტერორისტებისგან გაწმენდა ნიშნავს მშვიდობისათვის სივრცის გახსნას.
ჩვენ ისეთი მომავლისათვის ვიბრძვით, სადაც ადგილი არ ექნება: ტერორისტულ ორგანიზაციებს, მეზობლების აფეთქებებს, ომებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს ჩვენს რეგიონში. თურქეთი შეერთებული შტატებისაგან იმსახურებს პატივისცემასა და მხარდაჭერას მისთვის ამ ბრძოლაში", - ნათქვამია სტატიაში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















