BBG Watch-ი ,,რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.02.2018 ნანახია: 1122
ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს, ,,რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური წერილით ეხმიანება.
"მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე გათავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელების მიერ“ - ასე ასათაურებს წერილს ორგანიზაცია და აცხადებს, რომ
კაკაბაძის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ მმართველი აშშ-ის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლანსინგმა, რომელიც დანიშნული იყო ობამას ადმინისტრაციის დროს.
BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა და ქართული მედია რადიო „თავისუფლების“ გარშემო აგორებულ სკანდალს აქტიურად აშუქებს.
BBG Watch-ის ინფორმაციით, დავით კაკაბაძეს თანადგომა გამოუცხადა რადიო „თავისუფლების“ არაერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვამ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა რეპორტიორმა შაჰიდა ტულაგანოვამ.
"BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში“, -ნათქვამია წერილში.
ორგანიზაცია BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, 23 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“- თან თანამშრომლობას აიძულებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















