მათ ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას, ვერ განხორციელდება ეფექტური მართლმსაჯულება - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 15:43 | 02.02.2018 ნანახია: 1149
მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აღმოფხვრის სისტემური დანაშაულის შესაძლებლობებს, ყოველთვის იყო მის ინტერესებში.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ფაქტობრივად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან მაშინ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ. მაშინ შეიქმნა კომისია, რომელმაც არა ერთი საქმე განიხილა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს და დღესაც ემსახურება ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ისინი იქნენ გათავისუფლებულნი. საპარლამენტო გამოსვლებისას არა ერთხელ ყურადღება მიმიქცევია იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს, როცა აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა ხდება, უნდა მოხდეს საუბარი იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ადამიანებს დაიცავს ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც გავხდით.
„ეს არ არის წარსულზე ფიქრი, სწორედ მომავალზე ფიქრის თვალსაზრისით, სწორედ პრევენციის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ, გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი ადამიანების არსებობა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩვენ ასევე ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა და სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების, მათ დავეხმაროთ, რომ უზრუნველყონ და უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს პროცესი. პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
იანვარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, რომელსაც ე.წ. გირგვლიანის შესწორებები ჰქვია. ამ შემთხვევაშიც საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















