აფგან მუხთარლის გატაცება მოხდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით - რომან გოცირიძე
საქართველო, თბილისი - 12:38 | 09.02.2018 ნანახია: 1004
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს და აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას მოითხოვს, რათა დროულად იყოს გამოძიებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.
„2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც დანაშაულს წარმოადგენს.
გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარ ფაქტზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო , ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.
მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელიწუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.
მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქა თველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















