,,იავნანაზე" შეტევა ჩემ გამო ხდება - პაატა ბურჭულაძე
საქართველო, თბილისი - 17:28 | 09.02.2018 ნანახია: 1081
,,ყველაფერმა საკმაოდ კორექტულად და კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგა", -ამის შესახებ მსოფლიო ბანმა და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან წასვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქმე თითიდან გამოწოვილია და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ეუხერხულებოდა კიდეც.
,,აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ ეგ შეკითხვა არც დასმულა, ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არამარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ ოჯახის, სოციალური მუშაკის, გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების თანხმობით. თავიდან ჩვენ, ფონდი ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს, გაყიდვის უფლებით. ამას ის მოყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს ბინა და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცვალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლოთ. 10 წელი გავიდა, რამოდენიმე ოჯახმა გაყიდა სახლი. ახლა ჩვენ პირობაში ასეთი რამე გვაქვს: ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მგონი ეს არის აბსოლუტურად სწორი. ეს საქმე არ შეიძლება რომ მალე არ დაიხუროს, რადგან არ არის არაფერი. ამდენი ხანი ვიჯექით, ძალიან კარგად იყო დასმული კითხვები, ყველაფერს პასუხი გავეცი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა. ის ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ შემოწირულობის 20 თუ 30% ხმარდებოდა მხოლოდ ბავშვებს, დეზინფორმაციაა. ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე. იმას რომ ფონდ "იავნანაზე" შეტევა ჩემ გამო ხდება წყალი არ გაუვა, რომ იყოს მარტო ფონდი "იავნანა", ფილმი, არ იქნებოდა მარტო მახათას მთაზე გადაღებული, რადგან მე ვხელმძღვანელობ, ფილმი გადაიღეს ამაზე და ამიტომაც ეს ნათელია. ფონდი "იავნანა" არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში",- განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















