EMC პროკურატურას მოუწოდებს, ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი
საქართველო, თბილისი - 12:47 | 12.02.2018 ნანახია: 1261
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად:
„პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ზვიად რატიანის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა, 2017 წლის 24 დეკემბრიდან, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აწარმოებს.
როგორც ცნობილია, ზვიად რატიანი 2017 წლის 23 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა შეაჩერეს. ზვიად რატიანის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც სხეულზე არსებულ არაერთ დაზიანებაშია გამოხატული.
გამოძიების დაწყებიდან გონივრული ვადის გასვლის და საქმეში არსებული სათანადო საფუძვლების არსებობის მიუხედავად, ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული.მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ რატიანს და მისი ინტერესების დამცველს, მისცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობის და სანდოობის მიმართ კითხვებს აჩენს.
ამ დრომდე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ცნობილია შემდეგი:
- ზვიად რატიანის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნის თანახმად, ზვიად რატიანს სხეულსა და სახეზე მთლიანობაში ოცამდე დაზიანება, სისხლისჩაქცევები და ესკორიაციები აღენიშნება;
- საქმეში არსებული მასალებითდადგენილია ისიც, რომ ზვიად რატიანს პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაციამდე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა;
- საქმის მასალებითასევე დგინდება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებითგაკეთებული ახსნა-განმარტებების მცდარობა. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განმარტეს, რომ რატიანის დაკავება განპირობებული იყოსაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით და ქუჩაში უმისამართო, ხმამაღალი გინებით. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით დაფიქსირებულია ზვიად რატიანის გადაადგილების ეპიზოდითამარ მეფის გამზირზე. აღნიშნული ჩანაწერი ნათლად აჩვენებს, რომ ზვიად რატიანის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და უმისამართო გინებას მითითებულ დროს ადგილი არ ჰქონია. ეს გარემობა საეჭვოს ხდის პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და უკარგავს სანდოობას მათ პოზიციებს;
- საქმის მასალებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანამდე, ზვიად რატიანი პოლიციას დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დაკავებული ყავდა იზოლატორის მიმდებარე ავტოსადგომზე. გამოძიებისთვის ზვიად რატიანის მიერ მიცემული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები მასზე განსაკუთრებით სწორედ დროებითი მოთავსების იზოლატორთან ყოფნის დროს ძალადობდნენ. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით, დგინდება, რომ ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომელთა ავტომანქანა, რომელშიც ზვიად რატიანი იყო მოთავსებული, დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული. პოლიციის თანამშრომლები ამ დაყოვნებას დმი-ში სხვა დაკავებულის მიღებით ხსნიდნენ, თუმცა ვიდეოკადრებზე ასახულია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ იზოლატორის ტერიტორიაზე რატიანის მიყვანიდან შვიდ წუთში, სხვა ავტომანქანით მიყვანილი, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ შეჰყავთ იზოლატორში. ეს გარემოება საეჭვოს ხდის პოლიციის თანამშრომელთა განმარტებების სისწორეს, როგორც აღნიშნულ ეპიზოდთან, ისე რატიანის საქმეში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
- გამოძიებას ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული იზოლატორთან რატიანის ხანგრძლივი დაყოვნების ეპიზოდი, მათ შორის, დაყოვნების პერიოდში იზოლატორში სხვა დაკავებულების შეყვანის შესაძლო შემთხვევები.
მიგვაჩნია, რომ საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე, მნიშნელოვნად მიგვაჩნია, რიგი საგამოძიებო მოქმედებების (მათ შორის, პოლიციელების ამოცნობა)უმოკლეს ვადებში ჩატარება იმისთვის, რომ დროულად იყოს მიღებული საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას:
- ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი;
- დროულად ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ამოცნობა;
- დადგინდეს ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათნახევრის განმავლობაში დაყოვნების რეალური მიზეზი, მათ შორის, მოხდეს იმ პირების გამოკითვხა, რომლებიც დროის იმავე მონაკვეთში იმყოფებოდნენ იზოლატორის ავტოსადგომზე და შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას“, - ნათქვამია EMC -ის განცხადებაში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















