თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვის - მეუფე შიო
საქართველო, თბილისი - 14:56 | 12.02.2018 ნანახია: 1233
,,თანამედროვე გამოწვევები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში“, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ გამოსვლისას განაცხადა.
პატრიარქის თანამოსაყდრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თეზისი დღევანდელ პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაში, არის უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად.
„ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე უმთავრესია სეკულარიზაციისა და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფო და ერი ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება.
„ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე. ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის კიდევ წინსვლისა და გამარჯვებებისა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















